თიკო ქარსელაძე მუდამ დარჩება ჩვენს გულში

14 დეკემბერი 2017

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, ადვოკატთა კორპუსი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინათინ ქარსელაძე და თანაგრძნობას უცხადებენ განსვენებულის ოჯახს, მეგობრებს. ძალიან რთულია, მასზე წარსულ დროში საუბარი. თიკო იყო ყველა ადვოკატისთვის უსაყვარლესი ადამიანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული უნარებით-ყოფილიყო გამორჩეულად კარგი თანამშრომელი, პროფესიონალი კოლეგა, გულისხმიერი მეგობარი. ქალბატონმა თიკო ქარსელაძემ უდიდესი როლი ითამაშა ადვოკატთა ასოციაციის განვითარებაში. ნათელში იყოს მისი სული

პანაშვიდი: 14,15 დეკემბერს
მისამართი: ი.ნიკოლაძის 4. მეორე სადარბაზო.
გამოსვენება: 16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ვერის სასაფლაოს ეკლესიიდან.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი